Accentnews.ge
აშშ-მა კიევს დასავლური იარაღით ყირიმზე დარტყმების განხორციელების ნება დართო, - POLITICO

აშშ-მა კიევს დასავლური იარაღით ყირიმზე დარტყმების განხორციელების ნება დართო, - POLITICO

18/08/2022 17:26:12 მსოფლიო

აშშ-მა ნება დართო ურკაინას, მიზანშეწონილად მიჩნევის შემთხვევაში ყირიმზე დარტყმების განსახორციელებლად დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღი გამოიყენოს, - წერს გამოცემა POLITICO.

"რაღა თქმა უნდა, სამიზნეებს ჩვენ არ ვარჩევს და ყველაფერი, რაც უკრაინას მიეწოდება, თავდაცვისთვისაა გამიზნული, მაგრამ ნებისმიერი სამიზნე, რომელსაც ისინი უკრაინის სუვერენულ მიწაზე შეარჩევენ, თავდაცვას განეკუთვნება" - განუცხადა გამოცემას თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

დამაზუსტებელ კითხვას, მოიაზრება თუ არა ამაში ყირიმიც, მან ასე უპასუხა: "ყირიმი უკრაინაა".

თავის მხრივ უკრაინელმა სამხედრო ჩინოსანმა განუცხადა POLITICO-ს, რომ ვაშინგტონის ეს მესიჯი კიევში უკვე მიღებულია. წინა დღეებში ეს თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმაც დაადასტურა, - წერს უკრაინული "უნიანი".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S