თურქეთის პრეზიდენტი "მორიგი ჩერნობილის" საფრთხეზე საუბრობს
18/08/2022 17:03:09 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანი ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ინციდენტების საფრთხეზე ამახვილებს ყურადღებას და იქ კოფლიქტის გაგრძელების შემთხვევაში "მორიგ ჩერნობილს" არ გამორიცხავს.
მისივე თქმით, მსოფლიოს არ სურს „კიდევ ერთი ჩერნობილი“ იხილოს.
ამის შესახებ მან ლვოვში გამართულ პრესკონფერენციაზე, მის უკრაინელ კოლეგასთან ვლადიმირ ზელენსკისთან და გაეროს ხელმძღვანელ ანტონიო გუტერესთან მოლაპარაკებების შემდეგ. განაცხადა.
ერდოღანის თქმით, სამეულმა ასევე განიხილა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გზები.
მისი თქმით, მათ განიხილეს სამხედრო ტყვეების გაცვლა უკრაინასა და რუსეთს შორის და რომ მოგვიანებით ის ამ საკითხს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დააყენებს.
თურქეთი ახლახან ასრულებდა შუამავლის როლს ორ ქვეყანას შორის, მათ შორის უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვის საკითხში.
რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს ადანაშაულებენ ატომური სადგურის ტერიტორიის დაბომბვაში და ორივე მხარე შესაძლო ბირთვული კატასტროფაზე საუბრობს. ატომური ელექტროსადგური, რომელიც ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ენერგოდარში მდებარეობს, უკრაინასა და მთელს ევროპაში უდიდეს ასეთ სადგურად ითვლება. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ცოტა ხანში ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის სამხედროებმა დაამყარეს კონტროლი.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი აცხადებს, რომ აუცილებელია ადგილზე საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების უსწრაფესად ჩასვლა, ბირთვული უსაფრთხოების ვითარების სტაბილიზაციისთვის.
გაერო იმედოვნებს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებს სადგურზე წვდომის საშუალება მიეცემათ.


