გუტერეშმა მოსკოვსა და კიევს „კომპრომისული სულისკვეთებისკენ“ მოუწოდა
18/08/2022 16:42:51 მსოფლიო
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა მოსკოვსა და კიევს „კომპრომისული სულისკვეთებისკენ“ მოუწოდა, რათა უკრიანიდან მარცვლეულის გატანის პროცესის სტაბილურობა იქნას უზრუნველყოფილი.
ამის შესახებ მან უკრაინისა და თურქეთის ლიდერებთან ლვოვში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„პირველი დღიდან მხარეები პროფესიონალურად და კეთილსინდისიერად მუშაობდნენ, რათა საკვების მიწოდება შეენარჩუნებინათ. მე მოვუწოდებ, ასე გაგრძელდეს და მათ კომპრომისის სულისკვეთებით გადალახონ ყველა დაბრკოლება და მოაგვარონ ყველა სირთულე - განაცხადა გუტერეშმა. .
მან კიდევ ერთხელ განაცხადა "ზაპორიჟჟიაში რუსული ძალების მიერ დაკავებული ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაციის შესახებ".
მისივე თქმით, იგი სერიოზულად არის შეშფოთებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსაგურის გარშემო არსებული ვითარებით.
რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს ადანაშაულებენ ატომური სადგურის ტერიტორიის დაბომბვაში და ორივე მხარე შესაძლო ბირთვული კატასტროფაზე საუბრობს. ატომური ელექტროსადგური, რომელიც ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ენერგოდარში მდებარეობს, უკრაინასა და მთელს ევროპაში უდიდეს ასეთ სადგურად ითვლება. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ცოტა ხანში ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის სამხედროებმა დაამყარეს კონტროლი.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი აცხადებს, რომ აუცილებელია ადგილზე საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების უსწრაფესად ჩასვლა, ბირთვული უსაფრთხოების ვითარების სტაბილიზაციისთვის.
გაერო იმედოვნებს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებს სადგურზე წვდომის საშუალება მიეცემათ.


