19 აგვისტოს რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაციას გეგმავს, - უკრაინული დაზვერვა
18/08/2022 16:17:58 მსოფლიო
რუსეთი ხვალ, 19 აგვისტოს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაციას გეგმავს, - იუწყება უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო.
"ოკუპანტებმა ატომურ სადგურზე მოულოდნელი "დასვენების დღე" გამოაცხადეს. 19 აგვისტოს მის ტერიტორიაზე მხოლოდ ოპერატიული პერსონალი იქნება, ყველა დანარჩენს შესვლა აეკრძალება. ცნობილია ასევე, რომ "როსატომის" წარმომადგენლებმა, რომლებიც ბოლო დროს მუდმივად სადგურზე იმყოფებოდნენ, ობიექტის ტერიტორია სასწრაფო რეჟიმში დატოვეს", - ნათქვამია დაზვერვის განცხადებაში.
თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ატომურ სადგურზე "ტერაქტის" მზადებაში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, უკრაინაში გაერო-ს გენმდივნის ვიზიტის დროს იგეგმება "მასშტაბური პროვოკაცია", რომელიც შემდგომში რუსეთს უნდა დაბრალდეს.


