Accentnews.ge
ზელენსკი ერდოღანთან პირისპირ შეხვედრისას განხილულ საკითხებს ასახელებს

ზელენსკი ერდოღანთან პირისპირ შეხვედრისას განხილულ საკითხებს ასახელებს

18/08/2022 14:42:13 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქ კოლეგა რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან ლვოვში პირისპირ შეხვედრისას განხილულ საკითხებს ასახელებს.

მისი თქმით, უკრაინაში თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტი მხარდაჭერის ძლიერი გზავნილია.

"უკრაინაში თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტი მხარდაჭერის ძლიერი გზავნილია ძლიერი ქვეყნისგან. ლვოვში შეხვედრისას რეჯეფ თაიფ ერდოღანთან განვიხილეთ მარცვლეულის ექსპორტის გაუმჯობესების შესაძლებლობა, ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო არსებული ვითარება და ოკუპანტების ბირთვული შანტაჟი და რუსეთის მიერ მარცვლეულის ფართომასშტაბიანი ქურდობა უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე. გარდა ამისა, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს. დარწმუნებული ვარ, უკრაინასა და თურქეთს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაფართოება ორივე მხარეს გააძლიერებს", – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

თურქულ მხარეს შეხვედრის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ–ჯერობით არ გაუვრცელებია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S