ლარი გამყარების ტენდენციას დაუბრუნდა
18/08/2022 13:12:59 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 19 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7891 ლარი ეღირება, ევრო – 2.8357 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3614 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.8019 ლარი ღირდა, ევრო – 2.8507 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3900 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ ამოქმედდება.


