Accentnews.ge
სამხედრო პირმა უკრაინის ომის შესახებ დავის შედეგად ტაქსის მძღოლი მოკლა

სამხედრო პირმა უკრაინის ომის შესახებ დავის შედეგად ტაქსის მძღოლი მოკლა

18/08/2022 12:44:37 მსოფლიო

მოსკოვის ოლქის მკვიდრმა სამხედრო პირმა დონის როსტოვში ტაქსის მძღოლი მოკლა. მკვლელობა უკრაინის ომის შესახებ სიტყვიერ შელაპარაკებას მოჰყვა, - იუწყება რუსული მედია.

ინციდენტი 15 აგვისტოს მოხდა. მედიის ინფორმაციით, სამხედრომ მძღოლს "მაკაროვის" სისტემის იარაღიდან 4-ჯერ ესროლა, რის შედეგადაც იგი ადგილზე სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.

სასამართლომ მკვლელობაში ეჭვმიტანილს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას თავისუფლების 15 წლამდე აღკვეთა ემუქრება.

"Astra"-სა და "Информбюро-ЮФО"-ს ინფორმაციით, დაკავებული №82717 სამხედრო ნაწილის 33 წლის კაპიტანი ალექსეი კრილოვია, ტაქსის გარდაცვილი მძღოლი კი - 51 წლის რომა გოვასარი.

სამხედრო ნაწილში, სასამართლოსა და თავდაცვის სამინისტროში მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S