მედია – რუსეთმა კალინინგრადში ჰიპერბგერითი რაკეტებით შეიარაღებული სამი მოიერიშე თვითმფრინავი განათავსა
18/08/2022 12:19:22 მსოფლიო
რუსეთმა კალინინგრადში ჰიპერბგერითი რაკეტებით შეიარაღებული სამი მოიერიშე თვითმფრინავი განათავსა, – იუწყება რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
”სამი MiG-31 თვითმფრინავი "Kinzhal"–ის ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტებით განლაგდა კალინინგრადის რეგიონში, როგორც დამატებითი სტრატეგიული შეკავების ღონისძიებების ნაწილი”, - აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.
რუსეთი პირვალად, მარტში იუწყებოდა უკრაინაში "Kinzhal"-ის ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტების გამოყენების თაობაზე.
რა ტიპის იარაღია ჰიპერბგერითი რაკეტა
ჰიპერბგერით რაკეტას ატმოსფეროს ზედა ნაწილში ფრენა ხმის სიჩქარეზე 5–ჯერ უფრო სწრაფად შეუძლია.
ამ ტიპის რაკეტა უფრო მეტად მანევრირებადია, ვიდრე ჩვეულებრივი რაკეტა და ის ჩვეულებრივი რაკეტაზე უფრო მეტად დახვეწილია, აირიდოს საჰაერო თავდაცვითი ჩარევა.
რა ვიცით "Kinzhal"–ის თაობაზე
"Kinzhal"-ის ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტის გამოცდის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2018 წელს განაცხადა. იმჟამად მან დასავლეთს ასე მიმართა:
„მათ უნდა გაითვალისწინონ ახალი რეალობა და გაიგონ... [ეს] ბლეფი არ არის“.
როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, "Kinzhal"–ს შეუძლია, დაახლოებით 2000 კმ–ის მანძილზე მყოფ სამიზნეს მიაღწიოს.
აღსანიშნავა, რომ რუსეთის გარდა, ჰიპერბგერითი რაკეტების ტექნოლოგიაზე ჩინეთი, აშშ და მსოფლიოს, სულ მცირე, ხუთი სხვა ქვეყანა მუშაობს.


