Accentnews.ge
სომხეთის განათლების მინისტრი: "სომხეთი მზად არის, სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება დაიწყოს"

სომხეთის განათლების მინისტრი: "სომხეთი მზად არის, სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება დაიწყოს"

18/08/2022 12:10:10 პოლიტიკა, საზოგადოება

სომხეთის განათლების მინისტრ ვაგრამ დუმანიანის განცხადებით, სომხეთი მზად არის, სკოლებში ქართულ ენაზე სწავლების პროცესი დაიწყოს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

„ჩვენ წელს ზოგიერთ სკოლაში ქართულ ენაზე სწავლების პროცესის დასაწყებად მზად ვართ“, – განაცხადა ვაგრამ დუმანიანმა.

მისი თქმით, მოსწავლეებს ქართულ ენაზე სწავლა ნებაყოფლობით შეეძლებათ და სავალდებულო არ იქნება.

„საუბარი არ არის მხოლოდ საქართველოსთან მოსაზღვრე რეგიონების სკოლებზე. საზოგადოებას დეტალებს უახლოეს მომავალში მივაწვდით“, – განაცხადა სომხეთის განათლების მინისტრმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S