
გორში, დევნილთა დასახლებაში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა
18/08/2022 11:28:20 საზოგადოება
გორში, დევნილთა დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ კოტეჯში გაჩენილ ხანძარს 80 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
თვითმხილველთა განცხადებით, შემთხვევის დროს, სახლში ოჯახის კიდევ ერთი წევრი, 40 წლამდე ასაკის მამაკაცი იმყოფებოდა, რომელმაც ხანძარს უვნებლად დააღწია თავი.
მომხდარ ფატზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.