Accentnews.ge
რუსეთი აშშ–სგან ლავროვისა და რუსული დელგაციისთვის ვიზების დაშვებას მოითხოვს

რუსეთი აშშ–სგან ლავროვისა და რუსული დელგაციისთვის ვიზების დაშვებას მოითხოვს

18/08/2022 11:03:44 მსოფლიო

რუსეთი აშშ–სგან მოითხოვს, უზრუნველყოს რუსული დელეგაციის შეუფერხებელი დაშვება ნიუ-იორკში გაერო–ს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად. ამის შესახებ შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა ტელეკომპანია Russia-24-ს განუცხადა.

„საელჩომ უკვე მიმართა თეთრ სახლს მოთხოვნით, შეასრულოს ქვეყნის ვალდებულებები, რომლის ტერიტორიაზეცაა განთავსებული გაერო, და დაუყოვნებლივ გასცეს ვიზები მინისტსა და რუსეთის დელეგაციის ყველა წევრზე“, — განაცხადა ანატოლი ანტონოვმა.

აღნიშნულ საკიტხთან დაკავშირებით ამერიკულ მხარე ოფიციალური კომენტარი ჯერ–ჯერობით არ გაუკეთებია.

ნიუ–იორკში გაერო–ს გენერალური ასამბლეის რიგით 77-ე სესია სექტემბერში გაიმართება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S