Accentnews.ge
ნატო-ს გენმდივანი თურქეთს მიმართავს

ნატო-ს გენმდივანი თურქეთს მიმართავს

09/10/2019 16:24:28 სხვა, მსოფლიო

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თურქეთისგან თავშეკავებას ელოდება. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იტალიის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

ამასთან, სტოლტენბერგი ამბობს, რომ თურქეთმა ოპერაციის დაწყებამდე ნატო-ს ინფორმაცია მიაწოდა.

რაც შეეხება უშუალოდ სამხედრო ოპერაციას, სტოლტენბერგმა განცხადა, რომ თურქეთს უსაფრთხოების კუთხით შეშფოთების საფუძველი აქვს, რადგან არაერთი ტერორისტული თავდასხმის მსხვერპლი გახდა. ამასთან, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა თურქეთის პრეზიდენტს მოუწოდა, თავი აარიდოს ისეთ ქმედებებს, რომლებიც რეგიონის დესტაბილიზაციას შეუწყობს ხელს.

იენს სტოლტენბერგის თქმით, სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციას ის რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის დროს განიხილავს. ნატო-ს გენერალური მდივანი სტამბოლში პარასკევს ჩავა.

თურქეთმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით სამხედრო ოპერაცია დაიწყო. თურქული მხარის ინფორმაციით, ოპერაციის მიზანი რეგიონიდან ქურთი მებრძოლების განდევნა და უსაფრთხო ზონის შექმნაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S