ტოკაევი სოჭში პუტინს შეხვდება
18/08/2022 10:31:52 მსოფლიო
19 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სოჭში თავის კოლეგას ყაზახეთიდან ქასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდება.
ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
„უმაღლეს დონეზე რეგულარული დიალოგის გაგრძელებისას, დაგეგმილია სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის რუსეთ-ყაზახეთის ურთიერთობების შემდგომი განვითარების საკითხების განხილვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, გარდა ამისა, საუბარი შეეხება ინტეგრაციული ასოციაციების, მათ შორის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, რომელსაც წელს ყაზახეთი თავმჯდომარეობს.
დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 24 აგვისტოს ყაზახეთის პრეზიდენტი ქასიმ-ჟომარტ ტოკაევი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა.


