ყაზახეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა
18/08/2022 10:13:56 მსოფლიო
ყაზახეთის პრეზიდენტი ქასიმ-ჟომარტ ტოკაევი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Trend პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ვიზიტი 24 აგვისტოს არის დაგეგმილი.
"ვიზიტის დღის წესრიგში შედის ყაზახეთ-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების საკითხები სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო და ლოგისტიკის, კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რომლის განხილვის შემდეგ იგეგმება რამდენიმე ორმხრივი დოკუმენტის ხელმოწერა" - ნათქვამია ინფორმაციაში.


