Accentnews.ge
მედია – ერდოღანი ზელენსკის პუტინთან შეხვედრას შესთავაზებს

მედია – ერდოღანი ზელენსკის პუტინთან შეხვედრას შესთავაზებს

18/08/2022 10:09:40 მსოფლიო

დღეს უკრაინაში, ქალაქ ლვოვში სამმხრივი შეხვედრის დაწყებამდე რუსულ და თურქულ მედიაში ვრცელდება ვერსიები რას შესთავაზებს თურქეთის პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგას. მედიის ინფორმაციით, ერდოღანი გეგმავს, ზელენსკის შესთავაზოს პუტინთან შეხვედრა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, სტამბოლის მოლაპარაკებების პროცესის განახლება და უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა.

მედიის ინფორმაციით, თურქეთის ლიდერი მზადაა, სამხედრო ტყვეების გაცვლაშიც მიიღოს მონაწილეობა.

ცნობისთვის: დღეს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრას გამართავენ. Reuters-ის ცნობით, შეხვედრის დღის წესრიგის მთავარი საკითხებია მარცვლეულის ექსპორტი და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებული სიტუაცია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S