მედია– ესტონეთში მასშტაბური კიბერ–შეტევის უკან რუსები დგანან
18/08/2022 10:00:37 მსოფლიო
დღეს ესტონეთში ფართომასშტაბიანი კიბერ–შეტევა მოხდა. ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის (ERR) ცნობით, რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ჰაკერულმა ჯგუფმა Killnet-მა თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო. კიბერშეტევის სამიზნე როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორი გახდა.
ესტონეთის საინფორმაციო სერვისების დეპარტამენტის ინციდენტების დამუშავების დეპარტამენტის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში განხორციელდა 12 თავდასხმა სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტსა თუ ვებსაიტზე და 4 თავდასხმა კერძო სექტორის ორგანიზაციებზე.
18 აგვისტოდან ესტონეთში ძალაში შევიდა მთავრობის განკარგულება რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემისა და ესტონეთში გაცემული შენგენის ვიზით ქვეყანაში შესვლის შეზღუდვის შესახებ.


