ბრიტანული დაზვერვა – უკრაინაში რუსეთის მთავარი საბრძოლო ტანკების დიდი რაოდენობა მწყობრიდან გამოდის
18/08/2022 08:45:54 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის მთავარი საბრძოლო ტანკების დიდი რაოდენობა მწყობრიდან გამოდის, რაც სავარაუდოდ, მათი არასწორად გამოყენების შედეგია.
"რუსულმა ძალებმა1994 წლის ჩეჩნეთის ომიდან მოყოლებული რეაქტიული ჯავშანტექნიკის (ERA) სწორად გამოყენება ვერ შეძლეს. რუსეთის სატანკო ეკიპაჟებს სავარაუდოდ, არ ჩატარებიათ წვრთნები", აცხადებენ დაზვერვის სამსახურში.
მისი შეფასებით, ომში წარუმატებლობა რუსი სამხედრო მეთაურების დაბალი დონის სამხედრო დისციპლინის შედეგია.


