არესტოვიჩი: "რუსეთი სტრატეგიულ ჩიხშია"
18/08/2022 08:10:28 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ რუსეთი „სტრატეგიულ ჩიხშია“.
„შეიძლება, ითქვას არა მხოლოდ ის, რომ რუსებს წინსვლა არ აქვთ, ან აქვთ მიკროსკოპული წინსვლა, არამედ ისიც, რომ მათ წინსვლა აქვთ უკანა მიმართულებით. ერთ თვესა და ხუთ დღეში ვერაფერი შეძლეს“, – განაცხადა არესტოვიჩმა.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც განაცხადა, რომ რუსეთის არმია ცდილობს პოზიციების გაუმჯობესებას, თუმცა ამაოდ.


