Accentnews.ge
კულება:"უკრაინის სამხედრო დახმარება ომის დასრულებას აახლოებს, მადლობა აშშ-ს ურყევი მხარდაჭერისთვის"

კულება:"უკრაინის სამხედრო დახმარება ომის დასრულებას აახლოებს, მადლობა აშშ-ს ურყევი მხარდაჭერისთვის"

18/08/2022 07:33:14 მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასა და აშშ–ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

როგორც კულება აცხადებს, მხარეებს შორის განხილვის მთავარი თემა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება იყო.

"საუბრის მთავარი თემა იარაღი იყო. ჩვენ კოორდინირებულად ვმუშაობთ უკრაინისთვის იარაღის შემდეგომ მოწოდებაზე აშშ-დან და პარტნიორებიდან. უკრაინის სამხედრო დახმარება აახლოებს ომის დასრულებას და რჩება საუკეთესო ინვესტიციად ევროპისა და მსოფლიოს გრძელვადიან უსაფრთხოებაში. მადლობა შეერთებული შტატებს ურყევი მხარდაჭერისთვის", წერს კულება სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: საერთო ჯამში, ბაიდენის ადმინისტრაციის მმართველობის პერიოდში შეერთებულმა შტატებმა ამ დროისთვის უკრაინას უსაფრთხოების საჭიროებებისთვის დაახლოებით 9.8 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება გამოუყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S