Accentnews.ge
დღეს უკრაინაში ერდოღანი, გუტერეში და ზელენსკი შეხვედრას გამართავენ

დღეს უკრაინაში ერდოღანი, გუტერეში და ზელენსკი შეხვედრას გამართავენ

18/08/2022 07:09:39 მსოფლიო

დღეს უკრაინაში, ქალაქ ლვოვში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრას გამართავენ.

შეხვედრის მთავარი თემა რუსეთის მიერ დაბლოკილი უკრაინული პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტია.

სამმხრივი შეხვედრის შემდეგ გუტერეში ოდესაში ჩავა და ერთ-ერთ იმ პორტს მოინახულებს, რომლიდანაც გაერო-ს ეგიდით მიღწეული შეთანხმების მიხედვით ხორბლის ექსპორტი ხორციელდება.

ოდესის შემდეგ გაერო-ს გენერალური მდივანი სტამბოლში გაემგზავრება, სადაც ერთობლივ საკოორდინაციო ცენტრს მოინახულებს.

უკრაინაში ომის დაწყებიდან მარცვლეულით დატვირთულმა პირველმა გემმა ოდესის პორტი 1 აგვისტოს დატოვა. 3 აგვისტოს, გემი სტამბოლში შეამოწმა საკოორდინაციო ცენტრმა და ამის შემდეგ გაემგზავრა დანიშნულების ადგილის - ლიბანისკენ, სადაც 26 ათას ტონაზე მეტი უკრაინული სიმინდი მიაქვს.

22 ივლისს უკრაინამ და რუსეთმა თურქეთის და გაეროს შუამავლობით სტამბოლში მიაღწიეს შეთანხმებას შავი ზღვის გავლით უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის განახლების შესახებ. გემებს და მათ უსაფრთხო ნაოსნობას სტამბოლიდან გააკონტროლებს საგანგებოდ შექმნილი საკოორდინაციო ცენტრი.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთმა შავ ზღვაში დაბლოკა ოდესის, ნიკოლაევის და სხვა პორტები, აზოვის ზღვის პორტებს კი, თავად აკონტროლებს. უკრაინიდან ვეღარ ხერხდებოდა საზღვაო გზით ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტი, რაც განსაკუთრებით აზარალებს მსოფლიოს ღარიბ ქვეყნებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S