Accentnews.ge
დღეს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა

დღეს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა

18/08/2022 05:44:25 საზოგადოება

დღეს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დროს გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლის გიორგი ანწუხელიძეს დაბადების დღეა. მას დღეს 38 წელი შეუსრულდებოდა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს. იგი 2008 წლის აგვისტოში რუსმა და ოსმა სამხედროებმა ცხინვალში წამებით მოკლეს.

გიორგი ანწუხელიძის ცხედრის გადმოსვენება დანარჩენ საქართველოში 2008 წლის ნოემბერში მოხერხდა.

მისი წამების ამსახველი ვიდეოკადრები კი ინტერნეტში 2009 წელს გავრცელდა.

2013 წლის 15 აპრილს გიორგი ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. იგი ასევე დაჯილდოებულია, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“. 2013 წელს „თუშების სადროშომ“ გიორგი ანწუხელიძეს „თუში სახალხო გმირის“ წოდება მიანიჭა. სოფელ ქვემო ალვანში გიორგი ანწუხელიძის მემორიალიც გაიხსნა. იმავე წლიდან სერჟანტთა აკადემია გიორგი ანწუხელიძის სახელს ატარებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S