რუსეთის მოქალაქეებს არც დანიაში შეუშვებენ
18/08/2022 06:41:55 მსოფლიო
რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში არც დანია შეუშვებს. ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეპე კოფოდმა განაცხადა.
ცნობილი ხდება, რომ დანიამ გადაწყვიტა, შეუწყვიტოს ტურისტული ვიზების გაცემა რუსებს მიუხედავად იმისა, რას გადაწყვეტს ევროკავშირი.
მანამდე რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა შეწყვიტა ესტონეთმა. ასევე, რუსეთის მოქალაქეებზე ტურისტული ვიზები არ გაიცემა ბულგარეთში.


