ყირიმში აფეთქებების სერიის შემდეგ რუსეთმა ყირიმში განთავსებული შავი ზღვის ფლოტის მეთაური თანამდებობიდან გაათავისუფლა
18/08/2022 06:20:26 მსოფლიო
ყირიმში აფეთქებების სერიის შემდეგ რუსეთმა ყირიმში განთავსებული შავი ზღვის ფლოტის მეთაური თანამდებობიდან გაათავისუფლა, – იუწყება The Guardian.
როგორც რუსული მედია იტყობინება, იგორ ოსიპოვი ვიქტორ სოკოლოვით შეიცვალა.
შეგახსენებთ, რომ 16 აგვისტოს ყირიმში ორი აფეთქება მოხდა. დილით საბრძოლო მასალის საწყობში ხანძრის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. მოგვიანებით, კიდევ ერთი აფეთქება სიმფეროპოლის რაიონის სოფელ გვარდეისკოეში სამხედრო ავიაბაზასთან მოხდა. ყირიმში აფეთქების შესახებ ცნობები 9 აგვისტოსაც გავრცელდა. როგორც დასავლური მედია იუწყება, "საკის" აეროდრომზე რუსული თვითმფრინავები განადგურდა, იერიშის უკან კი უკრაინა იდგა.


