უკრაინა – უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში ოკუპანტების სამხედრო საწყობი გაანადგურეს
18/08/2022 06:06:22 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში ოკუპანტების სამხედრო საწყობი გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული სამხრეთის სარდლობა ავრცელებს.
მისი ცნობით, განადგურებულია ბელოგორკაში მდებარე საბრძოლო მასალების საწყობი.
როგორც სარდლობა იუწყება, განადგურებულია 29 ოკუპანტი, თვითმავალი ქვემეხი „პიონი“, დაჯავშნული და საავტომობილო ტექნიკის ხუთი ერთეული.


