უკრაინა – დონბასში უკრაინელმა სამხედროებმა მტერს რამდენიმე მიმართულებით უკან დაახევინეს
18/08/2022 06:00:26 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, დონბასში უკრაინელმა სამხედროებმა მტერს რამდენიმე მიმართულებით უკან დაახევინეს.
მისი ცნობით, მტერმა ნიკოლაევკა - ვიემკას მიმართულებით თავდასხმა განახორციელა, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია და უკან დაიხია.
„ოკუპანტები წინ მიიწევდნენ ვლადიმეროვკა-სოლედარის, პოკროვსკე-ბახმუტის, კლინოვე-ბახმუტის, სემიგორიე-ზაიცევოს, სემიგორიე-კოდემას და გოლმოვსკი-ზაიცევოს მიმართულებებით. მათ შეტევის ვერცერთ მიმართულებაზე დადებითი შედეგი ვერ მიაღწიეს და დანაკარგებით უკან დაიხიეს. რუსებმა შეტევა განახორციელეს ლოზოვოე-პერვომაისკის მიმართულებით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია და უკან დაიხიეს“, - აცხადებენ გენშტაბში.
მისი ინფორმაციით, კრამატორსკის მიმართულებით მტერმა ტანკებიდან და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან დაბომბა სლავიანსკის, კრამატორსკის, სპორნოეს, დონეცკის, ივანო-დარიევკას, სევერსკის, ზვანოვკას და რაიგოროდოკის ტერიტორიები, საჰაერო დარტყმა განახორციელა ვესელეს მახლობლად.
"სლავიანსკის მიმართულებით მოწინააღმდეგემ საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა ველიკა კომიშუვახას, ვერნოპოლიეს, ადამოვკასა და ნემალენკოეს ტერიტორიებს. ბახმუტის მიმართულებით დაბომბვა დაფიქსირდა ბახმუტთან, სოლედართან, როზდოლიევკასთან, კოდემასთან და მაიორსკთან“, - აცხადებენ გენშტაბში.


