Accentnews.ge
ქაბულის მეჩეთში ძლიერი აფეთქება მოხდა  - არის მსხვერპლი

ქაბულის მეჩეთში ძლიერი აფეთქება მოხდა  - არის მსხვერპლი

17/08/2022 18:43:37 მსოფლიო

ქაბულში, მეჩეთში ძლიერი აფეთქება მოხდა.

როგორც Reuters თვითმხილველებსა და პოლიციაზე დაყრდნობით წერს, აფეთქების ხმა საღამოს ლოცვის დროს გაისმა, არიან დაღუპულები და დაშავებულები.

"თალიბანის" წარმომადგენელზე დაყრდნობით მედია წერს, რომ დაშავებულთა ან გარადაცვლილთა რაოდენობა 35-ს აღემატება და შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.

ქაბულის სასწრაფო დახმარების წარმომადგენელმა Twitter-ში დაწერა, რომ საავადმყოფომ აფეთქების შედეგად დაშავებული 27 პაციენტი, მათ შორის შვიდი წლის ბავშვი მიიღო.

თვითმხილველებმა Reuters-ს განუცხადეს, რომ ძლიერი აფეთქების შედეგად მეჩეთის მიმდებარე შენობების ფანჯრებიც ჩაიმსხვრა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S