Accentnews.ge
რეზნიკოვი:"უკრაინა აშშ-სა და ნორვეგიისგან დახმარების ახალ პაკეტებს მიიღებს"

რეზნიკოვი:"უკრაინა აშშ-სა და ნორვეგიისგან დახმარების ახალ პაკეტებს მიიღებს"

17/08/2022 14:41:57 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ უკრაინა აშშ-სა და ნორვეგიისგან დახმარების ახალ პაკეტებს მიიღებს.

„მშვენიერი საუბარი მქონდა აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინთან. განვიხილეთ უსაფრთხოების არსებული მდგომარეობა, ბრძოლის ველზე გაჩენილი საჭიროებები და გზები, როგორ გავაძლიეროთ უკრაინის არმიის შესაძლებლობები. აშშ-სგან უსაფრთხოების დამატებითი დახმარება მალე მოვა“, - წერს რეზნიკოვი.

მისივე თქმით, ტელეფონით ესაუბრა ნორვეგიელ კოლეგას, ბიორნ არილდ გრამსაც.

„გუშინ სატელეფონო საუბარი მქონდა ჩემს მეგობართან და კოლეგასთან, ბიორნ არილდ გრამთან. მადლობელი ვარ ნორვეგიის მთავრობის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის მოწოდებისა და ჯარისკაცების მომზადებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო“, - წერს რეზნიკოვი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S