უკრაინა: "ნოვა კახოვკაში ოკუპანტების ბაზა განადგურებულია"
17/08/2022 13:57:49 მსოფლიო
უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის განცხადებით, უკრაინამ ხერსონში, ოკუპირებულ ქალაქ ნოვა კახოვკაში მდებარე რუსული ბაზა დაბომბა.
„ნოვა კახოვკაში ოკუპანტების ბაზა განადგურებულია. სულ მცირე, 12 რაშისტი ლიკვიდირებულია", – აცხადებენ უწყებაში.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ხერსონში უკრაინამ არაერთ რუსულ სამიზნეზე მიიტანა იერიში.


