Accentnews.ge
ჩინეთი რუსეთში სამხედროებს აგზავნის

ჩინეთი რუსეთში სამხედროებს აგზავნის

17/08/2022 13:25:12 მსოფლიო

ჩინეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ პეკინი "Vostok-2022"–ის წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად რუსეთში ჯარებს გაგზავნის.

"ჩინეთის მონაწილეობა წვრთნებში მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნების ჯარებთან პრაქტიკული და მეგობრული თანამშრომლობის გაღრმავებას, მონაწილე მხარეებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის დონის ამაღლებასა და სხვადასხვა საფრთხეებზე რეაგირების უნარის გაძლიერებას", - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში და დასძენენ, რომ "აღნიშნული გადაწყვეტილება არ არის დაკავშირებული დღევანდელ საერთაშორისო და რეგიონულ სიტუაციასთან“.

ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს ინდოეთი, ბელორუსი, ტაჯიკეთი, მონღოლეთი და სხვა ქვეყნები. მისი ინფორმაციით, "Vostok-2022" აგვისტოს ბოლოს დაიწყება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S