მარტის შემდეგ პირველად, რუსეთში კოვიდ–ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
17/08/2022 12:13:31 მსოფლიო
მარტის შემდეგ პირველად, რუსეთში კოვიდ–ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. კერძოდ, ბოლო 24 საათში დაავადება 33 106 პირს დაუდასტურდა.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 20 მარტის შემდეგ.
სამშაბათს ჯანდაცვის მინისტრმა მიხაილ მურაშკომ მოქალაქეებს მოუწოდა, პირბადეები ატარონ და ხელახალი ვაქცინაცია გაიარონ.
„როსპოტრებნადზორი“ გამოვიდა რეკომენდაციით, მაღალი ავადობის რეგიონებში კვლავ შემოიღონ პირბადეების სავალდებულო ტარების რეჟიმი.
რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ, ოფიციალური მონაცემებით, 383 ათასს მიაღწია. დამოუკიდებელი დემოგრაფები მიიჩნევენ, რომ სინამდვილეში პანდემიას ოთხჯერ მეტი ადამიანი ემსხვერპლა.


