ოკუპირებულ მელიტოპოლში კომენდანტის ოფისთან ახლოს აფეთქება მოხდა – ქალაქის მერი
17/08/2022 11:27:39 მსოფლიო
უკრაინაში რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში კომენდანტის ოფისთან ახლოს აფეთქება მოხდა. ამის შეახებ ინფორმაციას ქალაქის მერი ივან ფიოდოროვი ავრცელებს.
მისი თქმით, ქალაქის ცენტრში დიდი აფეთქების ხმა იყო კომენდანტის ოფისთან ახლოს, სადაც რუსი ოკუპანტები არიან განლაგებული. მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არ არის:
„მიწა ოკუპანტების ფეხქვეშ დაიწვება. ეს ის სიმართლეა, რომელსაც ჩვენი სამხედროები ყოველდღიურად ამტკიცებენ“, – ამბობს ივან ფიოდოროვი.


