თურქეთი – რუსული С-400–ების შესყიდვასთან დაკავშირებით ცვლილებები არ არის, პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს
17/08/2022 10:17:12 მსოფლიო
თურქეთის თავდაცვის მრეწველობის სააგენტო აცხადებს, რომ რუსული წარმოების საზენიტო სარაკეტო კომპლექს С-400–ების შესყიდვასთან დაკავშირებით ცვლილებები არ არის.
უწყების ცნობით, პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
გუშინ რუსეთმა თურქეთს С-400-ების მეორე პარტია მიაწოდა. მოსკოვმა და ანკარამ С-400 კომპლექსების მიწოდების შესახებ კონტრაქტი 2017 წელს გააფორმეს. თურქეთი ნატო-ს წევრი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ეს სისტემები შეისყიდა. ამან აშშ-ის მხრიდან სანქციები გამოიწვია: ვაშინგტონში თვლიან, რომ კომპლექსების შეძენა ნატო-ს წევრის ვალდებულებებს ეწინააღმდეგება.
ცნობისთვის: С-400 "ტრიუმფი" საშუალო და დიდი სიშორის სარაკეტო სისტემაა, რომელიც 2007 წლიდანაა შეიარაღებაში. თურქეთის გარდა, რუსეთმა იგი ჩინეთსა და ინდოეთს მიაწოდა.


