Accentnews.ge
უნგრეთი და თურქეთი სამხედრო სფეროში თანამშრომლობას აღრმავებენ

უნგრეთი და თურქეთი სამხედრო სფეროში თანამშრომლობას აღრმავებენ

17/08/2022 10:06:00 მსოფლიო

უნგრეთი და თურქეთი სამხედრო სფეროში თანამშრომლობას აღრმავებენ. როგორც უნგრეთის ტექნოლოგიების მინისტრმა ლაზლო პალკოვიჩმა განაცხადა, „უნგრეთის არმიამ უკვე გადაწყვიტა, შეისყიდოს თურქული სამხედრო ნაწარმი".

მისი თქმით, უნგრეთი დადებს ხელშეკრულებას თურქეთის ჯავშანტრანსპორტიორის მწარმოებელ ერთ–ერთ კომპანიასთან, რათა ჯავშანტრანსპორტიორის წარმოება უნგრეთშიც დაიწყოს.

მან ასევე თურქული წარმოების "Bayraktar TB2"–ის ტიპის "დრონებს" თავდაცვის ინდუსტრიაში "ახალი სიტყვა" უწოდა.

მინისტრს არ დაუკონკრეტებია რა ტიპის შეიარარებას შეიძენს, ან რა რაოდენობით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S