ბრიტანული დაზვერვა – რუსეთის მიერ ანექსირებულ ტერიტორიაზე აფეთქებების გამო რუს სამხედრო მაღალჩინოსნებში მზარდი შეშფოთებაა
17/08/2022 09:29:28 მსოფლიო
ბრიტანული დაზვერვის სამსახურის ცნობით, ყირიმში აფეთქებების სერიის გამო რუს სამხედრო მაღალჩინოსნებში მზარდი შეშფოთებაა.
"მიუხედავად იმისა, რომ ამ ინციდენტების მიზეზი და ზარალის ზომა ჯერ არ არის ნათელი, რუსი სამხედრო მაღალჩინოსნების შეშფოთება მზარდია იმ რეგიონის უსაფრთხოების ვიტარების გამო, რომელიც რომლის ანექსია რუსეთმა 2014 წელს მოახდინა", – აცხადებენ ბრიტანული დაზვერვის სამსახურში.
შეგახსენებთ, რომ 16 აგვისტოს ყირიმში ორი აფეთქება მოხდა. დილით საბრძოლო მასალის საწყობში ხანძრის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. მოგვიანებით, კიდევ ერთი აფეთქება სიმფეროპოლის რაიონის სოფელ გვარდეისკოეში სამხედრო ავიაბაზასთან მოხდა. ყირიმში აფეთქების შესახებ ცნობები 9 აგვისტოსაც გავრცელდა. როგორც დასავლური მედია იუწყება, "საკის" აეროდრომზე რუსული თვითმფრინავები განადგურდა, იერიშის უკან კი უკრაინა იდგა.


