Accentnews.ge
„მთავარი არხი“ გმობს ძალადობას და ტელეწამყვან ლაშა ნაკაიძესთან თანამშრომლობას წყვეტს

„მთავარი არხი“ გმობს ძალადობას და ტელეწამყვან ლაშა ნაკაიძესთან თანამშრომლობას წყვეტს

17/08/2022 07:50:44 საზოგადოება

"მთავარი არხი" ტელეწამყვან ლაშა ნაკაიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ტელეარხის თქმით, გმობს და ემიჯნება ყოველგვარი სახის ძალადობას:

"მთავარი არხი" გმობს და ემიჯნება ყოველგვარი სახის ძალადობას, მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება კაცის მხრიდან ქალზე განხორციელებულ ძალადობას, რასაც არცერთ ვითარებაში არ აქვს გამართლება.

2022 წლის 15 აგვისტოს მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას თავად "მთავარი არხის" ერთერთმა თანამშრომელმა აცნობა, რის შემდეგაც განხორციელდა დაშავებული ქალის სამედიცინო შემოწმება, გამოკითხვა და მისი ჩვენების საფუძველზე ლაშა ნაკაიძის დაკავება.

ნაკაიძისთვის წაყენებული ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე, "მთავარი არხი" ვალდებულად მიიჩნევს თავს, შეაჩეროს მასთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა, თუმცა თუ მას დანაშაულის ჩადენა არ დაუმტკიცდება, არხი გადახედავს ლაშა ნაკაიძესთან საქმიანი ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობას".

ლაშა ნაკაიძე 16 აგვისტოს დააკავეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.ნ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დააკავეს.

126-ე მუხლი ძალდობას, 137-ე მუხლი გაუპატიურებას, 151-ე მუხლი კი მუქარას გულისხმობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S