Accentnews.ge
ყირიმში აფეთქებების სერიის შემდეგ უკრაინა მორიგ სამიზნედ ყირიმის ხიდს მიიჩნევს

ყირიმში აფეთქებების სერიის შემდეგ უკრაინა მორიგ სამიზნედ ყირიმის ხიდს მიიჩნევს

17/08/2022 07:41:27 მსოფლიო

ყირიმში აფეთქებების სერიის შემდეგ უკრაინა მორიგ სამიზნედ ყირიმის ხიდს მიიჩნევს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

"უკრაინა ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ მიიჩნევს ყირიმის ხიდს, რომელიც ნახევარკუნძულს რუსეთთან აკავშირებს. ეს არის უკანონო მშენებლობა და მთავარი კარიბჭე ყირიმში რუსული არმიის მომარაგებისთვის. ასეთი ობიექტები უნდა განადგურეს", – აცხადებს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, რომ 16 აგვისტოს ყირიმში ორი აფეთქება მოხდა. დილით საბრძოლო მასალის საწყობში ხანძრის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. მოგვიანებით, კიდევ ერთი აფეთქება სიმფეროპოლის რაიონის სოფელ გვარდეისკოეში სამხედრო ავიაბაზასთან მოხდა. ყირიმში აფეთქების შესახებ ცნობები 9 აგვისტოსაც გავრცელდა. როგორც დასავლური მედია იუწყება, "საკის" აეროდრომზე რუსული თვითმფრინავები განადგურდა, იერიშის უკან კი უკრაინა იდგა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S