
„მთავარი არხის“ დილის გადაცემის წამყვანი დააკავეს
17/08/2022 07:37:50 საზოგადოება
„მთავარი არხის“ დილის გადაცემის წამყვანი ლაშა ნაკაიძე დააკავეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.ნ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დააკავეს.
126-ე მუხლი ძალდობას, 137-ე მუხლი გაუპატიურებას, 151-ე მუხლი კი მუქარას გულისხმობს.