Accentnews.ge
ზელენსკი განმარტავს, როდის დასრულდება ომი

ზელენსკი განმარტავს, როდის დასრულდება ომი

17/08/2022 07:16:31 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლიდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ "რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სიცოცხლე დამოკიდებულია იმაზე, ემუქრება თუ არა მოსახლეობა, როცა ხალხი მისი გადაწყვეტილებების გამო პუტინზე ზეწოლას მოახდენს, ომი დასრულდება".

მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზებზე და მოგაზურობაზე უარის თქმა პუტინზე გავლენას მოახდენს.

"რუსები წავიდნენ სახლში, ყველა წავიდეს რუსეთში. თქვენ გინდათ ეს იზოლაცია, არა? თქვენ მთელ მსოფლიოს ეუბნებით, რომ მთელი მსოფლიო თქვენი წესებით იცხოვრებს. კარგი, მაშინ წადი იქ და იცხოვრეთ. რას გვაძლევს ეს? ეს არის პუტინზე გავლენის მოხდენის ერთადერთი გზა იმიტომ, რომ ამ ადამიანს სხვა შიში არ აქვს, გარდა შიში სიცოცხლისა. და მისი სიცოცხლე დამოკიდებულია იმაზე, ემუქრება თუ არა მას საკუთარი მოსახლეობა. ამიტომ, როდესაც მისი მოსახლეობა ზეწოლას მოახდენს მის გადაწყვეტილებებზე, მაშინ იქნება შედეგი და ომი დასრულდება. ეს არის ძალიან გასაგები სანქციები, ძალიან მარტივია. საქმე არც ფულზეა, არც გაზზე, არც მილსადენებზე, ან იმაზე, რომ გერმანელებს ზამთარში გათბობა არ ექნებათ. უბრალოდ დახურეთ საზღვრები ერთი წლით და ნახავთ შედეგს", - აცხადებს ზელენსკი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S