„სოხნუთი“ – უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთი 20 500–მა ებრაელმა დატოვა
17/08/2022 07:09:55 მსოფლიო
ებრაული სააგენტო „სოხნუთი“, რომელიც აქტიურად ეხმარება ებრაელებს ისრაელში რეპატრიაციის საკითხებში, აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთი 20 500–მა ებრაელმა დატოვა.
მისი ცნობით, ომის დაწყებამდე რუსეთში დაახლოებით 165 000 ებრაელი ცხოვრობდა.
როგორც დასავლური მედია იუწყება, მოსკოვის მთავარმა რაბინმა პინჩას გოლდშმიდტმა და მისმა ოჯახმა რუსეთი ომის დაწყებიდან ორი კვირაში დატოვეს. რაბინი ოჯახთან ერთად ისრაელში დაბრუნდა. 6 ივლისს მან მოსკოვის მთავარ რაბინად მსახურებაზე უარი განაცხადა. იგი მოსკოვის მთავარ რაბინი 1993 წლიდან იყო.

პინჩას გოლდშმიდტი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის წინააღმდეგ გამოვიდა.
"ვგრძნობდი, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა იმისთვის, რომ მეჩვენებინა, რომ საერთო არაფერი მქონდა და არ ვეთანხმებოდი უკრაინაში შეჭრას. მაგრამ ეს რომ გამეკეთებინა მოსკოვში ყოფნისას, თავს საფრთხეში ჩავიგდებდი“, - განაცხადა გოლდშმიდტმა.


