"რუსეთის შემოჭრის შემდეგ ჩვენი ეკონომიკა ყოველთვიურად 5-7 მლრდ დოლარს კარგავს"
17/08/2022 06:18:00 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინის ეკონომიკა ყოველთვიურად 5-7 მილიარდ დოლარს კარგავს.
ამასთან, მან განმარტა, რატომ არ გამოაცხადა ოფიციალურმა კიევმა განგაში რუსეთის მიერ უკრაინაში ომის გამოცხადებამდე:
"თუ ჩვენ ამას გამოვაცხადებდით, რაც ზოგიერთ ადამიანს სურდა კიდეც, თუმცა მათ არ დავასახელებ, მაშინ გასული წლის ოქტომბრიდან ჩვენ თვეში შვიდ მილიარდს დავკარგავდით და იმ მომენტში, როცა რუსები თავს ნამდვილად დაგვესხნენ, სამ დღეში აგვიღებდნენ".
მისი თქმით, მთავრობას რომ მოქალაქეები მოსალოდნელი ომის შესახებ გაეფრთხილებინა, ქვეყანაში მასობრივი ქაოსი დაიწყებოდა.


