Accentnews.ge
ყირიმში მომხდარი აფეთქების ამსახველი სატელიტური ფოტოები ვრცელდება

ყირიმში მომხდარი აფეთქების ამსახველი სატელიტური ფოტოები ვრცელდება

17/08/2022 06:08:24 მსოფლიო

ამერიკულმა კომპანია Planet-მა სატელიტური ფოტოები გადაიღო, რომელზეც რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ჯანკოის რაიონში, სოფელ მაისკოეში მდებარე რუსული საბრძოლო მასალების საწყობის აფეთქების შედეგები ჩანს.

ფოტოები რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ჟურნალისტმა კირილ ოვსიანიმ ტვიტერში პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

ფოტოები 15 და 16 აგვისტოსაა გადაღებული, პირველ ფოტოზე გარკვეული ნაგებობები ჩანს, მეორეზე იგივე ტერიტორია, რომლის თავზეც კვამლია.

მოსკოვმა მაისკოეს საწყობში მომხდარ აფეთქებას დივერსია უწოდა. მომხდართან კავშირი ოფიციალურად არ დაუდასტურებია უკრაინის ხელისუფლებას. თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშაბათს საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ყირიმელებს მოუწოდა არ მიახლოვდნენ რუსეთის სამხედრო ობიექტებს, ვინაიდან იქ აფეთქებებია მოსალოდნელი.

16 აგვისტოს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ჩრდილოეთით, სოფელ მაისკოეში, აფეთქება მოხდა და ხანძარი გაჩნდა. რუსული მედიის ცნობით, აფეთქების შემდეგ ჯანკოის რაიონში სატრანსფორმატორო ქვესადგურს ცეცხლი გაუჩნდა. იუწყებიან, რომ აფეთქება მოხდა საბრძოლო მასალის საცავში. იმავე დღეს რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, სიმფეროპოლის რაიონის სოფელ გვარდეისკოეში, სამხედრო ავიაბაზის თავზე შავი კვამლი შენიშნეს ადგილობრივებმა. გამოცემა "კომერსანტი" მათზე დაყრდნობით წერდა, რომ სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა.

უფრო ადრე, 9 აგვისტოს, რუსების მიერ კონტროლირებულ "საკის" აეროდრომზე მომხდარ აფეთქებების სერიას, რუსეთის ხელისუფლების ცნობით, ერთი ადამიანი ემსხვერპლა და 14 დაშავდა. დასავლური მედიის ცნობით, აფეთქებები უკრაინის სპეციალური ძალების ოპერაციის შედეგია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S