აშშ „მსოფლიო სასურსათო პროგრამისთვის“ უკრაინულ ხორბალს შეისყიდის
17/08/2022 06:02:09 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები „მსოფლიო სასურსათო პროგრამისთვის“ უკრაინული ხორბლის შესაძენად 68 მილიონ აშშ დოლარს გაიღებს, რათა მსოფლიოში მწვავე სასურსათო კრიზისი მოგვარდეს.
„ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას ყველაზე დაუცველთათვის და მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას ამ მაგალითს მიჰყვენ“, - წერს ბლინკენი სოციალურ ქსელში.
ივლისის ბოლოს რუსეთმა და უკრაინამ თურქეთისა და გაერო-ს შუამავლობით, მიაღწიეს შეთანხმებას უკრაინიდან შავი ზღვის საშუალებით მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით. მანამდე პორტები რუსულ ძალებს ჰქონდათ დაბლოკილი.


