Accentnews.ge
18 აგვისტოს გუტერეში ზელენსკისა და ერდოღანს ლვოვში შეხვდება

18 აგვისტოს გუტერეში ზელენსკისა და ერდოღანს ლვოვში შეხვდება

16/08/2022 18:39:06 მსოფლიო

18 აგვისტოს გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ლვოვში შეხვდება.

სამმხრივი შეხვედრის შემდეგ გუტერეში ოდესაში ჩავა და ერთ-ერთ იმ პორტს მოინახულებს, რომლიდანაც გაერო-ს ეგიდით მიღწეული შეთანხმების მიხედვით ხორბლის ექსპორტი ხორციელდება.

ოდესის შემდეგ გაერო-ს გენერალური მდივანი სტამბოლში გაემგზავრება, სადაც ერთობლივ საკოორდინაციო ცენტრს მოინახულებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S