სომხეთში 17-18 აგვისტო გლოვის დღეებად გამოცხადდა
16/08/2022 18:35:25 მსოფლიო
ერევანში, სავაჭრო ცენტრ „სურმალში“ აფეთქების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 17-18 აგვისტო სომხეთში გლოვის დღეებად გამოცხადდა.
შესაბამის ბრძანებას ხელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერა.
ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქება 14 აგვისტოს, პიროტექნიკის საწყობში მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 16 ადამიანი, 60–ზე მეტი პირი მძიმედ დაშავდა.


