Accentnews.ge
ანკარა: „ერდოღანმა პუტინს განუცხადა, რომ თურქეთის ქმედებები სირიაში მშვიდობასა და სტაბილურობას შეუწყობს ხელს“

ანკარა: „ერდოღანმა პუტინს განუცხადა, რომ თურქეთის ქმედებები სირიაში მშვიდობასა და სტაბილურობას შეუწყობს ხელს“

09/10/2019 12:42:31 სხვა, მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანსა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა სირიის საკითხი განიხილეს.

„ერდოღანმა პუტინს განუცხადა, რომ სირიაში თურქეთის შესვლა ქვეყანაში მშვიდობასა და სტაბილურობას შეუწყობს ხელს და ამავდროულად, კონფლიქტის გადაწყვეტაში პოლიტიკურ პროცესს დაეხმარება“, – ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ თურქეთი სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც ქურთების შენაერთებია გამაგრებული, სამხედრო ოპერაციის დასაწყებად ემზადება. რამდენიმე დღის წინ აშშ–მა სირიიდან საკუთარი ძალების გაყვანა დაიწყო. როგორც დღეს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის პრეს–სამსახურმა განაცხადა, თურქი სამხედროები სირიის ტერიტორიაზე  უმოკლეს დროში შევლენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S