Accentnews.ge
ზელენსკი მაკრონთან საუბრის შემდეგ: "ჩვენ უფრო მეტი სანქცია უნდა დავუწესოთ რუსეთს"

ზელენსკი მაკრონთან საუბრის შემდეგ: "ჩვენ უფრო მეტი სანქცია უნდა დავუწესოთ რუსეთს"

16/08/2022 15:37:43 მსოფლიო

ზელენსკი მაკრონთნ საუბრის შემდეგ: "ჩვენ უნდა გავზარდოთ სანქციები რუსეთზე"

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. უკრაინის ლიდერმა ფრანგ კოლეგას ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, მხარეებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის "ბირთვული ტერორიზმი, უკრაინის მაკროფინანსური დახმარება და სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევებიც" განიხილეს.

"ჩვენ უფრო მეტი სანქცია უნდა დავუწესოთ რუსეთს", - წერს ზელენსკი.

ამასთან, ზელენსკიმ მაკრონს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S