ფინეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემას შეზღუდავს
16/08/2022 14:25:56 მსოფლიო
ფინეთის მთავრობამ საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადება დაამტკიცა, რომლის თანახმად, რუსეთის მოქალაქეებზეგაცემული ტურისტული ვიზების რაოდენობა 10-ჯერ უნდა შემცირდეს. ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰავისტომ განაცხადა.
მისი თქმით, შეზღუდვები სექტემბრის დასაწყისიდან ამოქმედდება.
ფინეთის მინისტრთა კაბინეტის შეთავაზებაა, ასევე, რუსებისთვის ახალი ტიპის ჰუმანიტარული ვიზის შემოღება, რათა გაიოლდეს სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მგზავრობა.


