რუსეთი – კურსკის ოლქში ელექტროგადამცემი ანძების აფეთქების უკან უკრაინა დგას
16/08/2022 13:26:45 მსოფლიო
რუსეთის უშიშროების სამსახური (ФСБ) ირწმუნება, რომ უკრაინულმა დივერსიულმა ჯგუფებმა აგვისტოში ექვსი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ანძა ააფეთქეს, რამაც კურსკის ატომური ელექტროსადგურის მუშაობაზე იმოქმედა.
„2022 წლის 4, 9 და 12 აგვისტოს, კურსკის ოლქის კურჩატოვის რაიონში უკრაინულმა დივერსიულმა ჯგუფებმა ააფეთქეს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის ექვსი ანძა, რომელთა მეშვეობითაც კურსკის ატომური ელექტროსადგურიდან მარაგდება როგორც რეგიონის, ასევე მეზობელი ქვეყნების სამრეწველო, სატრანსპორტო, სასიცოცხლო მნიშვნელობის სოციალური ინფრასტრუქტურა და მოსახლეობა“, - აცხადებენ უწყების პრეს–ცენტრში.
რუსეთის უშიშროების სამსახურის მონაცემებით, „დივერსანტების მოქმედებებმა ატომური ელექტროსადგურის ფუნქციონირების ტექნოლოგიური პროცესი დაარღვია“.
უკრაინულ მხარეს ბრალდებაზე კომენტარი ჯერ–ჯერობით არ გაუკეთებია.


