Accentnews.ge
Sky News: "ყირიმში მომხდარი აფეთქების უკან უკრაინის სპეცოპერაციის ძალების წარმომადგენლები დგანან"

Sky News: "ყირიმში მომხდარი აფეთქების უკან უკრაინის სპეცოპერაციის ძალების წარმომადგენლები დგანან"

16/08/2022 12:51:04 მსოფლიო

ყირიმში სამხედრო ბაზაზე მომხდარი თავდასხმის უკან უკრაინის სპეციალური ოპერაციული ძალების წარმომადგენლები დგანან, რომლებიც ყირიმის ტერიტორიაზე მოქმედებენ, -იუწყება Sky News.

გამოცემის ცნობით, ყირიმში, სულ მცირე, ერთი ან ორი უკრაინული სპეცდანიშნულების დაჯგუფება მოქმედებს.

შეგახსენებთ, დღეს დილით დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ჯანკოის რაიონში რუსების საბრძოლო მასალის საცავში აფეთქება მოხდა. რუსეთის თავდაცვის უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ აფეთქების მიზეზი დივერსია იყო. უწყების მტკიცებით, შემთხვევის შედეგად სერიოზულად არავინ დაშავებულა.

აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით, "კომერსანტმა" გაავრცელა ინფორმაცია ყირიმში კიდევ ერთი აფეთქების შესახებ. კერძოდ, გამოცემის ცნობით, ყირიმში, სიმფეროპოლის რაიონის სოფელ გვარდეისკოეში, სამხედრო ავიაბაზის თავზე შავი კვამლი შეინიშნება. გამოცემასთან საუბარში ადგილობრივები ამბობენ, რომ სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა.

მანამდე, 9 აგვისტოს ყირიმში რუსების მიერ კონტროლირებულ "საკის" აეროდრომზე აფეთქება მოხდა. დასავლური და უკრაინული მედიის ცნობით, იერიში უკრაიანამ განახორციელა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S