Accentnews.ge
მედია – ყირიმში მორიგი აფეთქება სიმფეროპოლთან მდებარე რუსულ ავიაბაზაზე მოხდა

მედია – ყირიმში მორიგი აფეთქება სიმფეროპოლთან მდებარე რუსულ ავიაბაზაზე მოხდა

16/08/2022 11:44:59 მსოფლიო

ბოლო 24 საათში ყირიმში კიდევ ერთ რუსულ სამხედრო ბაზაზე მომხდარი აფეთქების შესახებ იუწყებიან.

კერძოდ, "კომერსანტის" ცნობით, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, სიმფეროპოლის რაიონის სოფელ გვარდეისკოეში, სამხედრო ავიაბაზის თავზე შავი კვამლი შეინიშნება. გამოცემასთან საუბარში ადგილობრივები ამბობენ, რომ სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა.

"კომერსანტი" წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ სამართალდამცავი უწყებები სწავლობენ საბრძოლო მასალის საცავზე მცირე ზომის დრონებით განხორციელებული თავდასხმის ვერსიას.

მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ–ჯერობით არ გაკეთებულა.

ყირიმის ჩრდილოეთ რეგიონში, რუსული სამხედრო ნაწილში დღეს გამთენიისას კიდევ ერთი აფეთქება მოხდა.

მანამდე, 9 აგვისტოს ყირიმში რუსების მიერ კონტროლირებულ "საკის" აეროდრომზე აფეთქება მოხდა. დასავლური და უკრაინული მედიის ცნობით, იერიში უკრაიანამ განახორციელა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S